ყველა ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი თვითიზოლაციაში გადავა - პარლამენტი

საქართველო, თბილისი - 20:24 | 09.09.2020
ნანახია: 744

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია.

"შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად"- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე