ვპროგნოზირებდით, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა აჭარიდან დაიწყებოდა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 16:35 | 09.09.2020
ნანახია: 671

კორონავირუსის შემთხვევების მატება ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც თავშეყრის ადგილებში ელემენტარული რეკომენდაციები არ სრულდებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„შემთხვევების ზრდა, რაც ახლა გვაქვს, პირდაპირ კავშირშია მობილობის ზრდასთან, როცა ადგილობრივ ტურიზმს მიეცა მეტი გასაქანი. ინფექცია ყველა ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებდა სხვდასხვა ინტენსიობით და ეს ინტენსიობა ახლა გაზრდილია. პირველი, ეს ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში, როდესაც ძალიან მაღალი იყო მობილობა და იმიტომაც დაიწყო ეს აჭარიდან. აჭარაში ძალიან დიდი მასა ადამიანებისა შეიკრიბა და გარდა ამისა, მოგეხსნებათ, იქ იყო ძალიან დიდი ლოკალური თავშეყრები სხვადასხვა კლუბში, სხვადასხვა გასართობ ადგილში, სადაც ელემენტარული რეკომენდაციები არ იყო დაცული. ეს საქართველოს აღმოჩენა არ არის, ყველგან ასე ხდებოდა. მწვანე იქნება თუ წითელი ქვეყნის სტატუსი, ეს არ არის მთავარი. მთავარია, ეს პროცესი ქვეყანაში, მართვადია. ქვეყანა და ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს კოორდინირებას უწევენ ამ პროცესებს, სერიოზულ გამოცდას გადის. გამოწვევაა ეს ჩვენი. პროგნოზირებადი იყო შემთხვევების ზრდა და იმასაც ვპროგნოზირებდით, რომ ეს ყველაფერი აჭარიდან დაიწყებოდა, იმიტომ რომ იქ იყო ამისი ნიშნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე