ფოთში, მდინარე რიონში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 16:27 | 09.09.2020
ნანახია: 496

ფოთში, მდინარე რიონში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო.
თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი მდინარის გადაცურვას აპირებდა, თუმცა დინებამ გაიტაცა და დაიხრჩო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი და 2 კატერი. აქედან ერთი აღჭურვილია წყალზე საძიებო სკანერით "ექოლოტთ" და სამაშველო ჯგუფი- საფრენი აპარატი დრონით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მდინარე რიონთან, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური არის მობილიზებული.

არასრულწლოვანი მარნეულიდანაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე