ბელარუსი მოვაწესრიგე, ამიტომაც დავდივარ ავტომატით, მზად ვარ ის ყველაფრისგან დავიცვა. მის გარდა ხომ არაფერი მაქვს - ალიაქსანდრ ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 09.09.2020
ნანახია: 756

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ამბობს, რომ სამშობლოს გარდა, არაფერი აქვს და არ ფლობს მილიარდობით თანხას, როგორც მისი ყოფილი უკრაინელი კოლეგა პეტრო პოროშენკო. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ისაუბრა.

 „ჩვენ ხომ ისეთი ადგილები დაგვრჩა. რუსეთსაც აქვს ისინი, საბჭოური, შავ-თეთრი. მე ეს ადგილები, ეს ქვეყანა მოვაწესრიგე. და ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რატომ დავდივარ ავტომატით... არამხოლოდ იმიტომ, რომ მზად ვარ ის (ქვეყანა) ყველაფრისგან დავიცვა. მე ხომ მის გარდა არაფერი მაქვს. გამიგეთ, ჯიბეში, რამდენიმე მილიარდი რომ მქონოდა, შესაძლოა, ისე მოვქცეულიყავი, როგორც პოროშენკო. საეჭვოა, რა თქმა უნდა, ხანდახან ასეც ვფიქრობ. მაგრამ არ მაქვს ეს მილიარდები. ამიტომაც არ მეშინია“, - აღნიშნავს ლუკაშენკა.

ის ამბობს, რომ ქვეყნის განადგურების უფლებას არავის მისცემს და როგორც სოფლელ კაცს, გლეხსა და ჰოროსკოპით ქალწულს, უყვარს წესრიგი.

 „ოდესმე, შესაძლოა წავიდე, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, ის, რასაც ხალხთან, თაობებთან ერთად ვქმნიდით, ვინმემ დაანგრიოს“, - ამბობს ლუკაშენკა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე