აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 09.09.2020
ნანახია: 374

აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაცია გაფართოვდა. არსებულ ათ ადგილს, ორი - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა. აქ მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ. კარვების მოწყობა უზრუნველყო წითელმა ჯვარმა.

ასევე ტესტირება მიმდინარეობს ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე, კოლონადებთა, ანბანის კოშკთან და აჭარული სახლის მიმდებარედ.

ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

- N1 პოლიკლინიკა

- N4 პოლიკლინიკა

- საოჯახო მედიცინის ცენტრი

- თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი

- ევექსის ბათუმის ამბულატორია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე