2015 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მომსახურებით 232.46%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა

საქართველო, თბილისი - 17:50 | 12.01.2016
ნანახია: 1379

2015 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს მგზავრთნაკადი რეკორდუკლად გაეზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2015 წელს აეროპორტი 4 ათას 465 მგზავრს მოემსახურა, 2014 წელს კი 1 ათას 343 მგზავრს - შესაბამისად ზრდამ 232.46%-ი შეადგინა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა 885 მგზავრი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს 2013 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 405 %-ითაა გაზრდილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე