დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 09.09.2020
ნანახია: 735

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს დაუსრულებელ კონფლიტქების გადაწყვეტაში შეტანილი წვლილისათვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. იუწყება ტელეარხი Fox News-ი.

იდეის ინიციატორია დეპუტატი  ნორვეგიული „პროგრესის პარტიიდან“ კრისტიან ტიბრინგ-გედე.

 „მიმაჩნია, რომ თავისი მცდელობებით, დაამყაროს მშვიდობა სახელმწიფოებს შორის, მან უფრო მეტი გაკეთა, ვიდრე მშვიდობის პრემიის სხვა ნომინანტებმა“, - განუცხადა დეპუტატმა ტელეარხს.

ნობელის კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში ტიბრინგ-გედემ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ისრაელისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ურთიერთობებში. მისი თქმით, „მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაგალითს, ეს შეთანხმება შესაძლოა გახდეს გარდამტეხი მომენტი, რომლის წყალობით ახლო აღმოსავლეთი თანამშრომლობისა და აყვავების რეგიონი გახდება“.

შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ ურთიერთობის ნორმალიზებაში.

სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან გარიგების პირობების მიხედვით, დროებით გადადებს გადაწყვეტილებას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელების შესახებ.

ასევე უახლოეს ხანებში ისრაელი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ხელს მოაწერენ ინვესტიციის, ტურიზმის, პირდაპირი ავიამიმოსვლის, უსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციისა და სხვა სფეროებში შეთანხმებებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე