კომპანია AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 09.09.2020
ნანახია: 726

კომპანია AstraZeneca-მ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა ერთ-ერთი მონაწილის „პოტენციურად აუხსნელი დაავადების“ კვლევის მიზნით შეაჩერა. იუწყება კომპანია.

 „ოქსფორდის კორონავირუსის ვაქცინის მიმდინარე რანდომიზირებული, კონტროლირებული, გლობალური გამოცდის ფარგლებში ჩვენი სტანდარტული პროცესი დაპაუზდა, რათა გადავხედოთ უსაფრთხოების მონაცემებს“, -  ნათქვამია AstraZeneca-ს განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ გამოცდის ერთ-ერთი მონაწილის დაავადება, შესაძლოა არ იყოს ვაქცინით გამოწვეული. თუმცა ამის შემოწმება აუცილებელია.

 „ჩვენ ვმუშაობთ ერთ-ერთი მოვლენის შესწავლის დაჩქარებაზე, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ გამოცდის ვადებზე ნებისმიერი პოტენციური ზეგავლენა“, - განმარტავს კომპანია.

Stat News-ის მონაცემებით, მონაწილე, რომელსაც საეჭვო „სერიოზული გევრდითი რეაქცია“ აღმოაჩნდა, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

AstraZeneca ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ატარებს. ამ დროისათვის ქვეყანაში მიმდინარეობს პოტენციური ვაქცინის კიდევ ორი გამოცდა, რომელსაც კომპანიები Pfizer და Moderna ატარებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე