დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილს სასტუმროებში უმკურნალებენ

საქართველო, თბილისი - 12:43 | 09.09.2020
ნანახია: 453

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სასტუმროებში გადაიყვანენ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები არ აქვთ.

„დღეიდან დაიწყებს ამოქმედებას საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმში საავადმყოფოდან პაციენტების გადაყვანა სასტუმროში. ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ასეთ შემთხვევაში იქნება შემდეგი მიდგომა: 65 წელს ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდ ინფექცია და ამავდროულად არ აქვთ არანაირი თანმხლები დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 სამედიცინო პერსონალია, 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე