ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება

საქართველო, თბილისი - 12:17 | 09.09.2020
ნანახია: 539

ქორწილები, იუბილეები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უბრუნდება შეზღუდვას, რაც აქამდე არსებობდა, იგულიხმება, ქორწილები, ქელეხები, იუბილეები

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება, ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რაც აქამდე არსებობდა, იგულიხმება, ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე