ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 6 %-ით გაეზარდა

საქართველო, თბილისი - 17:48 | 12.01.2016
ნანახია: 1545

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი გაეზარდა. 2015 წლის მონაცემებით ზრდამ 5,91%- შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2015 წლის ცალკეულ კვარტლებში მგზავრთნაკადის მხრივ კლება ფიქსირდებოდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს აეროპორტი სულ 226 ათას 476 მგზავრს მოემსახურა. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კი 213 ათას 841 მგზავრი იყო.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 12 ათას 635 მგზავრით მეტს მოემსახურა, ანუ საანგარიშო პერიოდში ზრდა 5,91%- იყო.

ბოლო ორი წლის სტატისტუკურ მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, 2015 წელს 2013 წელთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 8,39 %-ით მეტი მგზავრი გაატარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე