ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო

საქართველო, თბილისი - 12:10 | 09.09.2020
ნანახია: 584

თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით, პირველ ნოემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

"ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების, კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალსიწინებით კინოთეატრების და თეატრების გახსნა ერთი თვით გადაიდო, თეატრები და კინოთეტრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე