კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა მძიმე, სამის კი კრიტიკულია

საქართველო, თბილისი - 11:29 | 09.09.2020
ნანახია: 428

დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 421 პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამი კვლავ კრიტიკულია, მძიმეთა სიაში კი 17 პაციენტია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი პაციენტი კი მძიმედ ფასდება. ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან კლინიკას სამი პაციენტი დაემატა.

„ჩვენს ცენტრში გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია. დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთან 22 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე და ერთი მძიმე პაციენტია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე