ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 09.09.2020
ნანახია: 467

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის სამშობიაროში არც ერთი მელოგინე და ახალშობილი არ ჰყავთ.

"ეს არ გახლავთ ახალი კლასტერი, ეს არის დონასთან აფელირებული შემთხვევა, რომელსაც მიემატა ახალი შემთხვევა. სამშობიაროში ამ დროისთვის არ არის არც ერთი მელოგინე და ახალშობილი, ამიტომ სამშობიარო არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით და მხოლოდ იყვნენ თანამშრომლები. ახლა მიდის ორგანიზებულად ტესტირება", - განაცხადა შავიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე