კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამის წყარო უცნობია

საქართველო, თბილისი - 11:12 | 09.09.2020
ნანახია: 409

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ სამის წყაროა უცნობი და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„საქართველოში გუშინ იყო 1729 შემთხვევა, დაგვემატა 44 ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1773. 44 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის „დონასთან“ დაკავშირებული, 12 გახლავთ ბათუმთან დაკავშირებული, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ორი ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია, ხუთი შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 421 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე