2015 წელს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 16 %-ით შეუმცირდა

საქართველო, თბილისი - 17:44 | 12.01.2016
ნანახია: 1692

2015 წელს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკური ინფორმაციით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 16.08 %-ით შემცირდა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2015 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 182 ათას 954 მგზავრს მოემსახურა, 2014 წელს კი - 218 ათას 3 მგზავრს, შესაბამისად 2015 წელს კლებამ 35 ათას 49 მგზავრი, ანუ 16.08 %-ი შეადგინა.სტატისტიკური ინფორმაციითვე, 2015 წელს აეროპორტმა 2013 წელთან შედარებით 3 %-ით ნაკლები მგზავრი გაატარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე