მეტრო 21 სექტემბრიდან 00:00 საათამდე იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 16:02 | 08.09.2020
ნანახია: 448

თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან მეტრო 06:00-საათიდან 00:00-საათამდე იმუშავებს.

2019 წლის 1-ლი ივლისიდან მეტრო 23:00 საათამდე მუშაობდა. გასული წლის ივლისში მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა თბილისის მერიას 15 მილიონ ლარზე მეტი გამოუყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე