დღეს მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლებით ტირილი არის ფარისევლობა - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 15:57 | 08.09.2020
ნანახია: 506

მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლებით ტირილი - თურმე სასამართლო მის დროს არ ყოფილა კარგი - ეს უბრალოდ არის ფარისევლობა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის პერიოდში გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან გამოსცადა სამართლიანი სასამართლო, ხოლო მისი მმართველობის დროს, ადამიანებმა და ეს არ არის ერთი, ორი ან ათი ადამიანი - რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამოსცადა უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება, აღარაფერს ვამბობ წამებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენებზე, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლებით ტირილი - თურმე სასამართლო მის დროს არ ყოფილა კარგი - ეს უბრალოდ არის ფარისევლობა.

მისი ეს აღიარებები ემსახურება კონკრეტულ, ლოკალურ მიზანს, რომ ცოტა მეტი ხმა მიიღოს, მეტი მანდატი ჰქონდეს მას საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ქართული საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე