კახეთში გაუჩინარებული დები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:45 | 08.09.2020
ნანახია: 723

კახეთში, გაუჩინარებული დები ნაპოვნია. როგორც ირკვევა, ორი არასრულწლოვანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა. მომხდარ ფაქტზე გრძელდება გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებდა. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

დები დემინაშვილები თელავდიან სოფელ შაქრიანში მიდიოდნენ, თუმც არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე