ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში სტუმრად მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 08.09.2020
ნანახია: 605

კახეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა დაუდასტურა.

„როგორც მითხრეს, ქალბატონი პროფესიით ექიმია და თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. იგი სტუმრად იმყოფებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. მას შემდეგ, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მიაკითხა. ჩატარებულმა კვლევამ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურა“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

კახეთში დღეიდან კვალავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის შესახებ მისცემს მითითებებს.

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის დაინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე