კახეთში ორ არასრულწლოვან დას ეძებენ

საქართველო, თბილისი - 15:17 | 08.09.2020
ნანახია: 633

თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებს. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

დები დემინაშვილები თელავდიან სოფელ შაქრიანში მიდიოდნენ, თუმც არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მათი ცნობით, პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე