გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამამ თვითდაზიანება სცადა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 08.09.2020
ნანახია: 578

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამამ პროკურატურასთან თვითდაზიანება სცადა. თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმის პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ინციდენტის შედეგად ხომასურიძეს დაზიანებები არ მიუღია, სამართალდამცველებმა მას ტერიტორია მალევე დაატოვებინეს.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე