თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 17.25%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 17:42 | 12.01.2016
ნანახია: 2995

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 17.25%-ითაა გაზრდილი. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, 2015 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მლნ 847 ათას 111 მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წელსქვეყნის მთავარი აეროპორტის მგზავრთნაკადი 1 მლნ 575 ათას 327 მგზავრს შეადგენდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, 2015 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 17.25%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2014 წელს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2015 წელს, 2013 წელთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მგზავრთნაკადი 28,62 %-ით გაეზარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე