თბილისის ქორწილის კლასტერიდან 2 ინფიცირებული ცაგერის რაიონის მკვიდრია

საქართველო, თბილისი - 15:05 | 08.09.2020
ნანახია: 643

თბილისში, ქორწილში დაინფიცირებული ორი პირი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელის მკვიდრია. სოფელში ამ დროისთვის, უკვე მუშაობენ ეპიდემიოლოგები.

ორბელის რწმუნებულმის ბადრი ლარცულიანის თქმით, ეპიდემიოლოგები სოფლის მცხოვრებლებს ტესტავენ და ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

დღეს დადასტურებული 45 ახალი შემთხვევიდან 5 ჯგუფი თბილისში გამართულ ქორწილს უკავშირდება, ამ ჯგუფიდან ორი კი სოფელ ორბელის მაცხოვრებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე