გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 08.09.2020
ნანახია: 541

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსამართლემ ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

არონიას ადვოკატ ანა ჟღენტის განცხადებით, არონიამ კარიერული ზრდის მიზნით სენსაციური მასალის შექმნა განიზრახა და არ გაუაზრებია, რომ შესაძლებელია ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გადაზრდილიყო.

"განიზრახა კარიერული ზრდის მიზნით სენსაციური მასალის შექმნა. რა თქმა უნდა, მას იმ პერიოდში არ გაუაზრებია, რომ შესაძლებელია ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გადაზრდილიყო და რაიმე ზიანი მიეყენებინა ვინმესთვის, არც ანგარებითი განზრახვა არ ქონია მას," - განაცხადა ადვოკატმა.

ვერონიკა არონია დანაშაულს აღიარებს. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის 20 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცრუ ჩვენების ავტორის მიზანი პოპულარობა იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე