კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს, საკეისრო კვეთა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 08.09.2020
ნანახია: 462

ორსულს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შავიშვილმა აღნიშნა, დედაც და შვილიც ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.

ორსული საკონდიტრო "დონას" კლასტერს მიეკუთვნებოდა. ის საკეისრო კვეთისთვის ბათუმიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე