ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 08.09.2020
ნანახია: 412

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ-ერთ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მას გეგმიური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რა დროსაც დადებითი პასუხი მოვიდა. მანამდე, აღნიშნულმა პირმა გეგმიური შემოწმება 2 კვირით ადრე გაიარა, რა დროსაც პასუხი უარყოფითი იყო.

მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის, ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები. იგი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე