სააკაშვილმა გააჩინა სწორედ ის მოლოდინი, რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:17 | 08.09.2020
ნანახია: 620

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღუდგენს უფლებას, მათ შორის როგორც პოლიტიკურ დევნილს.

"სააკაშვილმა გააჩინა სწორედ ის მოლოდინი, რაც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ის აპირებს მიიღოს აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, გატარდება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აღუდგენს უფლებას, მათ შორის როგორც პოლიტიკურ დევნილს.

რაც შეეხება არჩევნებამდე შექმნილ გარემოს, არ არსებობს კანონი, რომელიც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე შეფასების გაკეთებას. ამიტომ, ვერანაირი იურიდიული დაბრკოლება, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობისთვის ვერ იქნება, თუ ინტერნეტს არ გათიშავს და ტელევიზორს არ გამორთავს ბიძინა ივანიშვილი," - სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე