საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთა რაოდენობა 13 %-ითაა გაზრდილი

საქართველო, თბილისი - 17:39 | 12.01.2016
ნანახია: 1332

საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთა რაოდენობა 13 %-ითაა გაზრდილი. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები სულ 2 მლნ 261 ათას 6 მგზავრს მოემსახურა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წლის მაჩვენებელი 2 მლნ 8 ათას 171 მგზავრს შეადგენდა. შესაბამისად 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 12.59%-ითაა გაზრდილი, 2013 წელთან შედარებით კი ზრდა 23,30%-ია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე