გიგა ბოკერია ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 01:23 | 08.09.2020
ნანახია: 543

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ვიდეომიმართვის გზავნილები შეაფასა.

მისი თქმით, უმჯობესია, თუ აქცენტები გაკეთდება იმ გზავნილებზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა და არა იმაზე, რომ "ვიღაცას პერსონალური, ეგოისტური მოსაზრებების გამო, განცხადებების გაკეთება სურს მიხეილ სააკაშვილზე".

წამყვანის შეკითხვაზე, "ვიღაცაში" გიგა ბოკერიას ხომ არ გულისხმობდა, რომელმაც სააკაშვილის განცხადებას სადღეგრძელო უწოდა და ასევე, თქვა, რომ "მის [სააკაშვილის] სიტყვას ფასი არ აქვს, ვაშაძემ უპასუხა: "გიგა ბოკერია ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი".

"საქართველოს მოქალაქეს უნდა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური აქტორისგან, მით უმეტეს იმ მასშტაბის პიროვნებისგან, როგორც მიხეილ სააკაშვილია, გაიგოს, რომ მან სოციალური შეკვეთა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს, ეს სოციალური შეკვეთა გაითავისა და უბრალო მარტივი ჭეშმარიტება გაიგო, რაც 2003-დან 2012-მდე იმსახურებდა საქართველოს მოქალაქის მხარდაჭერას, საქართველოს მოქალაქის მიღებას, ეს უნდა დაფუძნდეს, როგორც ხელშეუხებელი და შეცდომებზე ჩვენმა მოქალაქემ დღეიდან 31 ოქტომბრამდე უნდა მუდმივად ისმინოს, რომ ყველამ გავიგეთ რას არასოდეს აღარ მიიღებს ქართველი ერი", - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე