საქართველოში ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:28 | 07.09.2020
ნანახია: 363

ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

„ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას. მაგრამ ის რომ საქართველო გადასარჩენია ამაში ყველა ვთანხმდებით. ამიტომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველანი ერთად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს!“, - განაცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე