საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - გიორგი გახარია „ღირსეული პარტნიორი 2020“-ზე
საქართველო, თბილისი - 12:40 | 07.09.2020 ნანახია: 440მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის მინისტრო, მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და ძვირფასო რიგითებო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს! დღეს ბედნიერებაა ვიყო აქ, ამ წვრთნების საზეიმო გახსნაზე, რამეთუ „ღირსეული პარტნიორი 2020“ არის მნიშვნელოვანი გაგრძელება ამ წვრთნების ციკლის და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობის და მათი ასე ვთქვათ, თავსებადობის ჩვენს პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს - აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და პოლონეთს დააღნიშნა, რომ ცოდნა, რომელსაც ჯარისკაცები მიიღებენ ერთობლივად, გლობალურად მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ.
„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფებების. როდესაც მე აქ ვხედავ 2800-მდე ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს და წარმომიდგენია, როგორი ეფექტური და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა ჩვენ უაღრესად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ცოდნა, რომელსაც დღეს აქ ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ ჩვენ ერთობლივად, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ქართველ ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ბატონებო, მოგეხსენებათ, წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმისთვის რომ საბოლოო ჯამში საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ჩვენ დღითი-დღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით და ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს ჯარისკაცებს, რომ ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათი თავსებადობის გაზრდით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დიდ მადლობას გიხდით და რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით, პირველ რიგში, ღირსეული მსახურებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და საქართველოს თითოეული მოქალაქის და თითოეული ჯარისკაცის ვალდებულება. კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული მსახურებისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა.
ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა