აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:57 | 04.09.2020
ნანახია: 595

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ასლან ბჟანია იუწყება, რომ პარტია სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებისთვის მზადაა. ინაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთშიც არიან "ბოკერიები და სააკაშვილები, რომელთაც შერიგება არ სურთ".

ინაშვილის თქმით, ბჟანია საქართველოსგან არა აღიარებას, არამედ ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების დაწყებას ელის.

"აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომელთაც შერიგება არ უნდათ და თბილისშიც არიან. მათ შორის კავშირს მკაფიოდ ვხედავ. მინდა მიაქციოთ ყურადღება ბჟანიას საჯარო განცხადებას. მან მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოსგან აღიარებას არ ელის. ელის, რომ დაიწყოს ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტები. გადაიდგა ძალიან მყიფე ნაბიჯი შერიგებისკენ, ჩემი ჩასვლით დაიწყო ეს პროცესი და ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამან უკვე გააცოფა გარშემო ყველა - ვგულისხმობ აქაურ და იქაურ სააკაშვილებსა და ბოკერიებს", - განაცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პატრიოტთა ალიანსის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე