უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების მიმართ დრაკონული წესები თუ არ შეიცვალა, დავიწყებთ აქციების მომზადებას - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:58 | 04.09.2020
ნანახია: 1182

ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საქართველოს აეროპორტთან აქცია გამართა და მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნიდან შემოსვლის დროს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის მოხსნა მოსთხოვა.
„ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს აპატიმრებენ ორი კვირით, ე.წ. კარანტინში უშვებენ და უცხოელებს უშვებენ თავისუფლად. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილმა არჩევნებამდე გარესამყარო ყველაფრისგან მოწყვიტოს, რათა უფრო კარგად მოახდინოს ძალაუფლების მორიგი უზურპირება, რისი საშუალებაც არ მიეცემა. უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდე, დაიწყონ აქციები და საქართველოს საელჩოების პიკეტირება ქვეყნის გახსნის მოთხოვნით. თუ არ შეიცვალა ეს საპატიმრო, დრაკონული წესები, ჩვენ დავიწყებთ თბილისში და საქართველოში საყოველთაო აქციების მომზადებას. ცა გაიხსნება, კარები გაიღება, რეჟიმი შეიცვლება, მათ ვერანაირი ჩაკეტვა ვერ უშველით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე