კახა ოქრიაშვილი „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 14:23 | 04.09.2020
ნანახია: 605

ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

კახა ოქრიაშვილთან ერთად, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრია ბიზნესმენი და ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ცეზარ ჩოჩელი.

ოქრიაშვილი 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებში მაჟორიტარული წესით მიიღებს მონაწილეობას და სავარუდოდ, კენჭს ისევ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე