შეშფოთებული ვარ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციით, რომ აჭარა თურქეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა - ადამ კინზინგერი

საქართველო, თბილისი - 13:07 | 04.09.2020
ნანახია: 661

უფრო და უფრო მეტად შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ აჭარა თურქეთის მხრიდან საფრთხის ქვეშაა, - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი მიმართვას Twitter-ზე ავრცელებს.

„ზედაპირზევე ჩანს, რომ ეს მტკიცება უაზრობაა. თურქეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის. თუმცა, უმთავრესად შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს არის რუსეთის მცდელობა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპირებიდან ყურადღება გადაიტანოს დასაქართველოსთვის მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში ჩაერიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე