კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება - გიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე

საქართველო, თბილისი - 12:14 | 04.09.2020
ნანახია: 472

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა მიღებული რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული.

გაეროს რეზოლუციას 84 მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანა-ინიციატორი ჰყავს.

კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება!

მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე