ვახტანგ კაპანაძემ 2008 წელს დაღუპული ოფიცრის ოჯახი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 12.01.2016
ნანახია: 1723

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ოფიცრის ოჯახს ესტუმრა და ძველით ახალი წელი მიულოცა. გენერალური შტაბის უფროსმა მაიორ შალვა დოლიძის ოჯახს საახალწლო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა.

„ახალი წელი მივულოცეთ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლის ოჯახს. ეს იყო ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის და მისი ოჯახის წევრები დღესაც ბევრს აკეთებენ. რაც მთავარია, ქვეყანას უზრდიან ლომივით ბიჭს, რომელიც ნამდვილად იქნება მამის დამფასებელი“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

მაიორი შალვა დოლიძე 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში დაიღუპა. იგი IV ქვეითი ბრიგადის 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური იყო. მაიორი შალვა დოლიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე