პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, დარღვევებზე სანქციები მკაცრდება, პირველი მოსმენით დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 15:46 | 02.09.2020
ნანახია: 476

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლას სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აცხადებს.
კანონპროექტს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. ცვლილებებს მხარი 77 – მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არცერთი არ წასულა.
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს იგეგმება.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე