საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, უნდა გავამკაცროთ მიდგომები - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:18 | 02.09.2020
ნანახია: 575

პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ კორონავირუსით ინიფიცრებულთა მატებასთან დაკავშირებით, მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.

„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე