„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 01.09.2020
ნანახია: 550

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ ამ თემას სერიოზული მსჯელობა და მოკვლევა სჭირდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ ადვოკატობა ვერ წარმომიდგენია საგარეო კურსის გამო, იმ დამოკიდებულების გამო, რაზეც ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი ფურცლის გამო მოხსნის საკითხი არასერიოზულია. ამ თემაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ვითომ, პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რამე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან, ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვი. ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგიერთი პირდაპირ არის დამოკიდებული, ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ეს საკითხი, მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ეს იქნება „პატრიოტთა ალიანსი“ თუ, ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე