ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა - დავით მათიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:45 | 01.09.2020 ნანახია: 612"სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა "ნიანგის ცრემლებმა" ალბათ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას. დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. აქ მე ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან 2008 წელს გამოიდევნა, მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ წართმეულ ბიზნესს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ არაერთი განაჩენით დაადგინა სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის ფაქტი. ამ რიგშია რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახები, ისინი დღემდე ითხოვენ შესაბამის პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა გუშინდელი აღიარებით ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. დავით მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.
მე მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა კოლეგებო პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალის იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ისჯება ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული ძალიან კარგად რა არის დანაშაული და რა არის გადაცდომა. მოდით ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. შეცდომა არ არის ადამიანების მოკვლა, ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მათი მფლობელებისთვის, შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის და საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ჩაბარება ოკუპანტებისთვის. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველამ, მისმა ჩამდენმა უნდა აგოს პასუხი ძალიან მკაცრად", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა