ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სანატორიუმ „ივერიას“ ყიდის

საქართველო, თბილისი - 16:25 | 12.01.2016
ნანახია: 1392

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სანატორიუმ „ივერიას“ ყიდის. წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ „ივერიის“ საწყისი ღირებულება 250 ათასი ლარია და მისი გასხვისება 25 იანვრისთვის ჩანიშნულ აუციონზე იგეგმება. პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალი მეპატრონე ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე  ან/და მის ნაწილზე, არანაკლებ 160  ნომრიანი  სასტუმროს განათავსოს, რომელიც მოიცავს მინიმუმ 2 საკონფერენციო დარბაზს და რესტორან(ებ)ს. სასტუმროს მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი ექნება.

პროექტის განხორციელებისათვის ინვესტორმა 6,4 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციას უნდა განახორციელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე