კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან რვა შემოტანილია, 14 ინფიცირებულთან კონტაქტია, ერთის წყარო კი უცნობია

საქართველო, თბილისი - 11:47 | 01.09.2020
ნანახია: 466

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, რვა შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, შემოტანილი შემთხვევებიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„გუშინ გახლდათ 1487 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 23 და ამჟამად არის 1510. 23 პაციენტიდან 14-ის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, რვა შემთხვევა შემოტანილია, აქედან ხუთი სატვირთო ავტომბილის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთლებულების რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა კვლავ 83 პროცენტს შეადგენს, კოვიდ-ცენტრებში კი 230 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე