ბათუმში ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის პუტინის სახიანი პოსტერები გააკრეს

საქართველო, თბილისი - 19:49 | 30.08.2020
ნანახია: 789

ბათუმის ქუჩებში პატრიოტთა ალიანსის წევრების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის პუტინის სახიანი პოსტერები გააკრეს.

პოსტერების ავტორი ანონიმი მულტიმედია არტისტი BIIMO-ა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის მსგავსად წითლად არის მონიშნული. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ამით მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ „აჭარაც არის ანექსირებული“.

"ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს" - წერს BIIMO Facebook გვერდზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე