ალიაქსანდრ ლუკაშენკა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავტომატით შეიარაღებული ისევ გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 19:34 | 30.08.2020
ნანახია: 757

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა რეზიდენციის წინ ავტომატით ისევ გამოჩნდა. ამის ამსახველი ფოტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა მედიას გაუგზავნა. ეისმონტმა ამგვარად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ადევნებს თუ არა ლუკაშენკა მინსკში მიმდინარე მოვლენებს. ლუკაშენკა ფოტოზე დამოუკიდებლობის სასახლის ფონზეა აღბეჭდილი.

ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ბელარუსის პრეზიდენტის სასახლესთანაა შეკრებილი. მოქალაქეები სკანდირებენ – წადი!. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგანი ჯარი. ასევე სპეცტექნიკა.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინსკში აქციების 125 მონაწილე დაკავებული.

ლუკაშენკა ავტომატით შეიარაღებული რეზიდენცისთან ერთი კვირის წინაც დააფიქსირეს.

დაახლოებით ორი კვირაა ბელარუსში გრძელდება მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვებული გამოცხადდა ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაური ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ცესკოს მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 80.1% -მა ხმა მისცა ლუკაშენკას, 10.12% - მის მთავარ მოწინააღმდეგეს სვიატლანა ციხანოუსკაიას.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე