დადგა დრო, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიღონ NATO-ში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე - სოლომონ პასი

საქართველო, თბილისი - 14:53 | 30.08.2020
ნანახია: 978

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.

სოლომონ პასის განცხადებით, დადგა დრო, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიღონ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრებად ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.

"ნატოს წევრობა კი იქნება შესაძლებლობა, აღნიშნულმა ქვეყნებმა დაიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები, ისე, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში, რომელიც მშვიდობიანად დაუბრუნდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას", - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე