საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:24 | 30.08.2020
ნანახია: 427

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი, - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1469 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1221-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე