ბათუმის მერიამ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 22:39 | 29.08.2020
ნანახია: 655

ბათუმის მერიამ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერები ჩამოხსნა და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", - აცხადებენ მერიაში.

საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!"

ქსენოფობიური ბანერის გამო სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დიახ, აჭარა დასაცავია".

მოგვიანებით, პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი ბანერი თავად ჩამოხია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე