ანტითურქული კამპანიიის გაჩაღება ამ რუსის შნირების ხელით არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი და პასუხისმგებლობა - დავით ბერძენიშვილი

საქართველო, თბილისი - 21:18 | 29.08.2020
ნანახია: 731

ბათუმში ეს ბანერი ტიპიური რუსული, ჯერ კიდევ სსრკ- ს დროინდელი იდეოლოგიური ნარატივია - აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა და თურქეთი კვლავ წაგვართმევდა, რუსეთი რომ არ გვიცავდეს, - წერს Facebook გვერდზე რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი პატრიოტთა ალიანსის ბათუმში განთავსებულ ბანერზე საარჩევნო ბანერზე, რომელზეც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული.

"რუსული სპეცსამსახურის წვრილფეხობას - ინაშვილი/ თარხან- მოურავის წყვილს გამოუცხვია უკვე რუსული შეკვეთა.

ბათუმში ეს ბანერი ტიპიური რუსული, ჯერ კიდევ სსრკ- ს დროინდელი იდეოლოგიური ნარატივია - აჭარა რუსეთმა დაგვიბრუნა და თურქეთი კვლავ წაგვართმევდა, რუსეთი რომ არ გვიცავდეს.

საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს. თუმცა, რაღა დუმს - მისი დასტურითაა ეს ბანერი დადგმული ბათუმში.

თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს. სტრატეგიული პარტნიორია. მისი დღევანდელი ხელისუფალი პრობლემურია ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ თანამედროვე თურქეთისგან მტრის ხატის შექმნა არის საქართველოს მტრობა.

პერიოდულად ანტითურქული კამპანიიის გაჩაღება ამ რუსის შნირების ხელით არის ბიძინა ივანიშვილის ხაზი და პასუხისმგებლობა", - წერს ბერძენიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე